logo
ENG



ბაიდენმა პუტინს "მკვლელი დიქტატორი" და "ნამდვილი ყაჩაღი" უწოდა

18 მარ 202208:36
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს "მკვლელი დიქტატორი" და "ნამდვილი ყაჩაღი" უწოდა.

წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებულ ვახშამზე ბაიდენმა თქვა:

"პუტინი მკვლელი დიქტატორი, ნამდვილი ყაჩაღია, რომელიც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ამორალურ ომს აწარმოებს".

16 მარტს თეთრ სახლში, ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის პასუხად ბაიდენმა თქვა: "ვფიქრობ, ის ომის დამნაშავეა". 

ერთი წლის წინ ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა კითხვას, რომ პუტინი მკვლელია. 


close დახურვა